saqarTvelos mdinareebi - xevsureTis aragvi
ტერიტორიული ერთეულები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ხევსურეთის ქედი 42°35`31` ჩ. გ. 44°59`26` ა. გ. |
შესართავი | ფშავის არაგვი 42°25`33` ჩ. გ. 44°56`34` ა. გ. |
სიგრძე | 24 კმ |
აუზის ფართობი | 305 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7.9 მ³/წმ |
მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2635 მ. სიგრძე 24 კმ. აუზის ფართობი 305 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზფხულ-ზაფხულში, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე, წყალმცირობა - ზამთარში. მთავარი შენაკადებია: მარჯვ. - ბლოსწყალი, როშკისწყალი; მარცხ. - გუდანისჭალა, ლიქოკისხევი.
საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 7,9 მ3/წმ.